„სააკაშვილის სიაში“ პირველი თვითონ უნდა იყოს - ხუნდაძე
"ოცნებიდან ფორმალურად წასული" დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების საკითხს და მასში იმ პირების შეყვანას ეხმაურება, რომლებსაც ბრალი მიუძღვით მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ხუნდაძის თქმით, სიაში პირველი თავად მიხეილ სააკაშვილი უნდა შეიყვანონ, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მისი ჯანმრთელობის დაზიანება დადასტურებულად სწორედ ტავად დაიწყო.
„თუკი ვინმე აპირებს ამ სიის შედგენას და ეს მათი გაგებით უნდა იყოს, თუ ვინ მიიღო მიხეილ სააკაშვილის წამებასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაში მონაწილეობა, ვფიქრობ, ჯერ უნდა დადასტურდეს ასეთი ფაქტი და შემდეგ შეეცადონ ამ სიის შედგენას. თუ დადასტურებამდე აპირებენ ამდაგვარი სიის შედგენას, ვფიქრობ, პირველი ამ სიაში უნდა ჩაწერონ თავად მიხეილ სააკაშვილი, რადგან მისი ჯანმრთელობის ზიანი დადასტურებულად მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო: გამოაცხადა შიმშილობა, უარი თქვა ინსტრუმენტულ კვლევებზე და არ ასრულებს ექიმების რეკომენდაციებს, ეს ყველაფერი დადასტურებულია. ასევე, ერთ- ერთმა მისმა ექიმმა, ექსპერტმა თქვა, რომ ის ხშირად იღებდა ალკოჰოლს, რაც საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა, ამიტომ სიაში პირველი უნდა იყოს თვითონ,“ - განაცხადა ხუნდაძემ.