ბევრი სია აქვს ენმ-ს შედგენილი და სად მიაქვთ ეს სიები, გაუგებარია - ზარქუა "სააკაშვილის სიაზე"

13.01.23 14:47
ბევრი სია აქვს ენმ-ს შედგენილი და სად მიაქვთ ეს სიები, გაუგებარია - ზარქუა "სააკაშვილის სიაზე"

ირაკლი ზარქუა მიიჩნევს, რომ „მაგნისტსკის სიის“ სააკაშვილის კონტექსტში გაფართოებაზე საუბარი არასერიოზულია.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას" 2012 წლიდან ბევრი სია აქვს შედგენილი და სად მიაქვთ ეს სიები, გაუგებარია.

ზარქუასთვის ასევე გაუგებარია, როგორ შეიძ₾ება სიაში შეიყვანონ ის ექიმები, ვინც სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ. 

„ე.ი. ექიმები და ექთნები უნდა შეიყვანონ სიაში, ვინც დღე და ღამე მუშაობენ, რომ პატიმარი სააკაშვილი კარგად იყოს? თუ მოსამართლეებზე უნდათ ზეწოლა განახორციელონ ამგვარი მიდგომით? ჩვენ გვესმის, რომ ეს მათი ხელწერაა, მაგრამ აერიათ დრო და სივრცე, ისინი არ არიან ხელისუფლებაში, როცა ასე აკეთებდნენ მანიპულაციას და შანტაჟის ენით ელაპარაკებოდნენ საზოგადოებას. ვერ აღვიქვამ ამას სერიოზულად, 2012 წლიდან რამდენი სია აქვთ შედგენილი იცით? მგონი მე-7, მე-8 სიაა, ვინც სიმართლეს ეუბნება და არ მოსწონთ, ისინი შეჰყავთ და მერე სად მიაქვთ ეს სიები ვერ ვხვდები ერთმანეთს უზიარებენ? ძველი სიები მაინც გამოაჩინონ - ვინმე დავიმატეთ, გამოაკლდა? გავაკეთოთ აუდიტი, რად უნდათ ეს ახალი სიები?" - განაცხადა ზარქუამ.

მსგავსი სიახლეები