ის, რაც დღეს ხდებოდა პოლონეთის სეიმში, იყო უპრეცენდენტო - ნონა მამულაშვილი

13.01.23 17:32
ის, რაც დღეს ხდებოდა პოლონეთის სეიმში, იყო უპრეცენდენტო - ნონა მამულაშვილი

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი რეზოლუციის დამტკიცების დროს პოლონეთში იმყოფებოდა მესამე პრეზიდენტის თანაგუნდელი ნონა მამულაშვილი.

მამულაშვილი პოლონელ დეპუტატებს შეხვდა და სხვადასხვა შევხედრა გამართა. 

როგორც ის "პირველებთან" საუბარში ამბობს, პოლონეთი მზად არის მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და მას ჩაუტაროს სათანადო მკურნალობა.

"ის, რაც დღეს ხდებოდა პოლონეთის სეიმში, იყო უპრეცენდენტო. როდესაც ეროვნული პარლამენტი ღებულობს ასეთ გადაწყვეტილებას, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯები და პოლონეთი მზად არის ბევრად უფრო აქტიურად ჩაერთოს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენაში. მთავარი სულისკვეთება არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც არის უმძიმეს მდგომარეობაში და რეალურად იბრძის რომ ფიზიკურად გადარჩეს, პოლონეთის სეიმი მოუწოდებს საქართელოს მტავრობას, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ჰუმანიტარული მისიით, თუნდაც პოლონეთში", - ამბობს მამულაშვილი.

პოლონეთის სეიმმა 438 ხმით მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური ვარშავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

პოლონეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს იხელმძღვანელოს მხოლოდ ჰუმანიტარიზმის აღიარებული პრინციპებით და პატივი სცეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

მსგავსი სიახლეები