გომელაურის უწყების სადამსჯელო ღონისძიება - შსს ჯარიმებს სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით წერს

03.05.21 14:00
გომელაურის უწყების სადამსჯელო ღონისძიება - შსს ჯარიმებს სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით წერს

გომელაურის უწყების სადამსჯელო ღონისძიება - შსს-მ სასაფლაოებზე გადაღებული ფოტოების მიხედვით ჯარიმების გამოწერა დაიწყო. "გირჩი- მეტი თავისუფლების" წევრი, ბადრი გრიგალაშვილი, ამბობს, რომ ჯარიმებს ფოტოების ავთენტიკურობის დადგენის გარეშე წერენ.

თქვენ ხარ არაადამიანები, სადისტები.
გარდა იმისა, რომ სასაფლაოებს სპეცრაზმით იცავენ, უკვე ფბ-ზე დაიწყეს ფოტოების შემოწმება და ამის საფუძველზე დაჯარიმება.

ამ ადამიანს ურეკავენ ზესტაფონის პოლიციის განყოფილებიდან და ითხოვენ, ხარაგაულის რაიონიდან ჩავიდეს ზესტაფონში 2000 ლარიანი ჯარიმის ჩასაბარებლად.

აუცილებლად მივყვებით ამ საქმეს და ფოტოს ატვირთვის გამო სოციალურად დაუცველი, გაჭირვებული ადამიანების 2000 ლარით დასჯას არ შეგარჩენთ - წერს სოციალურ ქსელში ბადრი გრიგალაშვილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები