პროცესებს ვანო მერაბიშვილი განაგებს, რომელიც ძალიან ბინძურ ხრიკებს იყენებს - დოლიძე ხაბეიშვილის ინტერვიუზე

14.01.23 13:14
პროცესებს ვანო მერაბიშვილი განაგებს, რომელიც ძალიან ბინძურ ხრიკებს იყენებს - დოლიძე ხაბეიშვილის ინტერვიუზე

დიდი ვნებათაღელვა "ნაციონალურ მოძრაობაში" ლევან ხაბეიშვილის ინტერვიუს პარტიის წევრების პროტესტი მოყვა.

ბაჩო დოლიძე ამბობს, ხაბეიშვილის უკან მერაბიშვილი დგას, რომელიც სხვებთან ერთად განაგებს ყველაფერს და წინასაარჩევნოდ ბინძურ ხრიკებს იყენებს.

"როდესაც ვაკრიტიკებთ მმართველ გუნდს არაფორმალური მმართველობის გამო, იგივე არ უნდა დავუსვათ ჩვენივე პარტიაში. ხაბეიშვილის შეტევა ნუგზარ წიკლაურზე ნამდვილად არ არის კარგი საყურებელი და არც კარგი მოსასმენია. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური პოზიცია და ვითვალისწინებთ რეალურ კონტექსტს, რეალური კონტექსტი კი ასეთია, რომ, სამწუხაროდ, წინა ფლანგზე არის ლევან ხაბეიშვილი, მაგრამ ამ პროცესებს სხვებთან ერთად განაგებს ვანო მერაბიშვილი, რომელიც ძალიან ბინძურ ხრიკებს იყენებს ამ წინასაარჩევნო კამპანიაში და გვგონია, რომ ეს ბინძურ ხრიკების რაიმე ტიპის დივიდენდის მომტანი იყოს. ეს არის მიზეზი და არა ის, რომ ის რამდენიმე წლის განმავლობაში ხეისუფლებაშ იყო და ა.შ. და ა.შ.“ ,- ამბობს ბაჩო დოლიძე. 

მსგავსი სიახლეები