მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის სეიმს მიღებული რეზოლუციისთვის მადლობა უხდის

14.01.23 14:06
მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის სეიმს მიღებული რეზოლუციისთვის მადლობა უხდის

გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ექს პრეზიდენტი მადლობას უხდის პოლონეთის სეიმმს მიღებული რეზოლუციისთვის.

ალასანიამ ასევე აღნიშნა კონდოლიზა რაისის განცხადებაც.

"მდგომარეობა იგივეა, არაფერი არ შეცვლილა. პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილებამ გამახარა. კონდოლიზა რაისის კომენტარი იყო ძალიან კარგი. მე ძალიან მადლობელი ვარ. რაც შეეხება უკრაინას, არასოდეს გაჩერებულა, მიუხედავად იმისა, რომ მათ როგორი პრობლემები აქვთ. ცდილობენ, რომ ჩემს შვილს სიცოცხლე შეუნარჩუნონ".- ამბობს ალასანია.

პოლონეთის სეიმმა 438 ხმით მიხეილ სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია მიიღო. ოფიციალური ვარშავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას ითხოვს.

პოლონეთი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს იხელმძღვანელოს მხოლოდ ჰუმანიტარიზმის აღიარებული პრინციპებით და პატივი სცეს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

 

მსგავსი სიახლეები