ლევან ვარშალომიძეს როგორ შეიძლება უთხრა, კულისებიდან მართავო - ელგუჯა ბაგრატიონი ქამადაძის ბრალდებებზე

14.01.23 16:04
ლევან ვარშალომიძეს როგორ შეიძლება უთხრა, კულისებიდან მართავო - ელგუჯა ბაგრატიონი ქამადაძის ბრალდებებზე

"ნაციონალური მოძრაობის" წვერი ელგუჯა ბაგრატიონი მირდატ ქამადაძის მხრიდან ლევან ვარშალომიძის მისამართი გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ ვარშალომიძეს არაფერში სჭირდება კულისებს მიღმა მომქედება, რადგან ის ოფიციალურად არის აჭარის რაიონის "ნაციონალური მოძრაობის" მმართველი.

სიცრუეზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. ლევან ვარშალომიძეს როგორ შეიძლება უთხრა, რომ კულისებიდან მართავო, როცა ადამიანი ოფიციალურად არის რეგიონალური მმართველი. უხერხულია ამაზე საუბრობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან ლევან ვარშალომიძის ღვაწლი.  მინდა რჩევა მივცე ჩემს თანაპარტიელებს, რომ ეს არჩევნები ძალიან მალე მორჩება, ჩვენ ერთად გვყავს ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყნის მმართველობიდან გასაყვანი. ამიტომაც, შიგნით ერთმანეთის მიამრთ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და მოგონილი რაღაცებით თითქოს ქულების დაწერა არის უხერხული“, - ამბობს ელგუჯა ბაგრატიონი.

მსგავსი სიახლეები