არაკომპეტენტური, შურისმაძიებლური გამოხტომა, ცინიზმი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება - გელბახიანი წულუკიანზე

15.01.23 11:47
 არაკომპეტენტური, შურისმაძიებლური გამოხტომა, ცინიზმი, თანამდებობის ბოროტად გამოყენება -  გელბახიანი წულუკიანზე

წულუკიანის მხრიდან ადგილი აქვს არაკომპეტენტურ და შურისმაძიებლურ გამოხტომებს, რატომ ერევა კულტურის მინისტრი სააკაშვილის საკითხებში?! - საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატის, ვალერი გელბახიანის, განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით  კულტურის მინისტრის კომენტარი არის თანამდებობის ბოროტად გამოყენება.

ბუნებრივია, იუსტიციის მინისტრიც რომ იყოს, არ ეკადრება ასეთი განცხადების გაკეთება. რატომ აქვს კულტურის მინისტრს შეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის და სამართლებრივ საკითხებთან, არ უნდა ერეოდეს ამ საკითხებში. 

წულუკიანის მხრიდან ადგილი აქვს არაკომპეტენტურ და შურისმაძიებლურ გამოხტომებს, ასეთი აგდებული და ცინიკური დამოკიდებულება, სახელმწიფო თანამდებობის ასე ბოროტად გამოყენება არავის არ ეკადრება. 

პირადად თეა წულუკიანს არ ვიცნობ, მამამისს ვიცნობდი, მოსამართლე იყო და ასეთი ცინიზმი მისთვის არ შემიმჩნევია - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. 

კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრიმინალი და მიის ადგილი ქართულ ციხეშია. 

მსგავსი სიახლეები