წულუკიანი თავის ამპლუაში კი არა, ამპულაშია, რომელიც სავსეა ზიზღითა და ბოღმით - ბაჩო დოლიძე

15.01.23 13:52
 წულუკიანი თავის ამპლუაში კი არა, ამპულაშია, რომელიც სავსეა ზიზღითა და ბოღმით - ბაჩო დოლიძე

კატასტროფაა, როცა კულტურის მინისტრის გადასაწყვეტი ხდება მართლმსაჯულების საკითხი - ასე გამოეხმაურა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი კულტურის მინისტრის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. 

ბაჩო დოლიძის მოსაზრებით, მცდარია, როცა ხელისუფლება სააკაშვილის სიაზე ქილიკობს, რადგან ანალოგიური დამოკიდებულება არსებობდა მაგნიტსკის სიასთან დაკავშირებითაც, რეალობა კი სხვაგვარად წარმოჩინდა. 

ქალბატონი თეა წულუკიანი თავის ამპლუაში კი არ არის, თავის ამპულაშია, რომელიც სავსეა ზიზღითა და ბოღმით. მეშინია, ერთ დღეს ეს ამპულა არ გასკდეს. 

მაშინ, როცა კულტურისა და სპორტის მინისტრის გადასაწყვეტი ხდება მართლმსაჯულების საკითხები, ეს კატასტროფაა.

რაც შეეხება სიას, რომელზეც არა მარტო წულუკიანი, არამედ სხვებიც, ქილიკით საუბრობენ, დამერწმუნეთ, იმ ადამიანებს, ვინც თავდაპირველად მაგნიტსკის სიაში მოხვდნენ, სასაცილოდაც არ ყოფნიდათ აღნიშნული საკითხი. 

ყველა ადამიანი, ვინც ასრულებს პოლიტიკურად მოტივირებულ გადაწყვეტილებებს, რომელიც სამართლიანობისგან აბსოლუტურად შორსაა, რა თქმა უნდა, იქნებიან მოხვედრილი სიაში და იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან - აცხადებს ბაჩო დოლიძე. 

თეა წულუკიანმა ,,საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში მიხეილ საკაშვილს კრიმინალი უწოდა და განაცხადა, რომ მისი ადგილი დიდი ხნით ქართულ ციხეშია. 

მსგავსი სიახლეები