ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

15.01.23 17:57
ლევან ბერძენიშვილს ყვარელში ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრში, დაგეგმილი ლექცია, რომელიც ლევან ბერძენიშვილს უნდა ჩაეტარებინა, ჩაიშალა.

ინფორმაციას ყვარლის ევროკლუბის აღმასრულებელი დირექტორი, ნიკა გურინი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ხელისუფლებამ სხვადასხვა რაიონებიდან ჩამოყვანილი ხალხის დახმარებით პიკეტირება მოუწყო ლევან ბერძენიშვილს და ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცა. 

ყვარელში ლევან ბერძენიშვილი გვყავდა მოწვეული ლექციის ჩასატარებლად ევრო-ატლანტიკურ ცენტრში. პიკეტირება მოგვიწყეს ჩამოყვანილებმა სხვადასხვა რაიონებიდან, რის გამოც უსაფრთხოების მიზნით შეხვედრის გაუქმება მოგვიწია. შენობაში ბევრი ბავშვი ელოდა შეხვედრას. ბატონი ლევანი ჩვენს სივრცემდე ფიზიკურად ვერ მოვიყვანეთ, რადგან ჩაკეტილი ჰქონდათ ყველა შემოსასვლელი. აი, აქამდე მივედით ამ ქვეყანაში -  წერს ნიკა გურინი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები