ცდილობენ, მოასწრონ საკუთარი კორუფციული მადის დაკმაყოფილება - ირაკლი აბესაძე თბილისის მერზე

03.05.21 15:36
ცდილობენ, მოასწრონ საკუთარი კორუფციული მადის დაკმაყოფილება - ირაკლი აბესაძე თბილისის მერზე

არსებული ადმინისტრაციები ცდილობენ, მოასწრონ საკუთარი კორუფციული მადის დაკმაყოფილება - ასე აფასებს ,,ევროპული საქართველოს" წევრი, ირაკლი აბესაძე, თბილისის მერის ახალ გადაწყვეტილებას. აბესაძე აღნიშნავს, რომ ,,ქართული ოცნება" ბიუჯეტს ადგილობრივი არჩევნების წინ პარტიული ინტერესების გასაძლიერებლად იყენებს.

ხელისუფლება იწყებს მზადებას არჩევნებისთვის და ბიუჯეტს პარტიული მიზნებისთვისა და ამ ინტერესების ადგილზე გაძლიერებისთვის იყენებს. თან, არსებული ადმინისტრაციები ცდილობენ, მოასწრონ საკუთარი კორუფციული მადის დაკმაყოფილება. იფლანგება მილიონობით ლარი ისეთი საჭიროებისთვის, როგორიცაა ნათურების გამოცვლა, ეს არის მათთვის პრიორიტეტი მაშინ, როცა დედაქალაქში ბევრ მწვავე პრობლემას ვხედავთ, მაგალითად სანიაღვრე სისტემის გამოცვლა, მაღალია ეჭვი და ალბათობა, რომ ტენდერები კონკრეტული ფირმების სასარგებლოდ გადაწყდეს - აცხადებს აბესაძე.

 

დედაქალაქის მერის გადაწყვეტილებით, თბილისში არსებული განათების შესაცვლელედ ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი გამოიყოფა.

 

მსგავსი სიახლეები