პოლონეთში საქართველოს მოქალაქე გაუჩინარდა - პოლიცია მის მეუღლეს კითხავს
პოლონეთში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ. ქართველი ემიგრანტების ინფორმაციით, პაატა ჩიქობავა ორ კვირაზე მეტია, ოჯახის წევრებთან კავშირზე არ გასულა.
ჩიქობავა პოლონეთში 2019 წელს, ოჯახთან ერთად, გაემგზავრა და ქალაქ პოზნანში ტაქსის მძღოლად მუშაობდა. თუმცა მისი კვალი უკვე 15 დღეა, გამქრალია.
პოლონური პოლიცია ახლა დაკარგული ქართველის მეუღლეს კითხავს.
ჩიქობავები საქართველოს ხელისუფლებას დახმარების თხოვნით მიმართავენ.