ქვეყანაში სექსუალური ხასიათის დანაშაულებების ბუმია - შსს-ს საქმეების გახსნა უჭირს

03.05.21 17:18
ქვეყანაში სექსუალური ხასიათის დანაშაულებების ბუმია - შსს-ს საქმეების გახსნა უჭირს

საქართველოში სექსუალური ხასიათის დანაშაულებებმა იმატა. ქვეყანაში ამ კატეგორიის დანაშაული წლიდან წლამდე იზრდება, გახსნილი საქმეების რაოდენობა კი, მცირდება. შსს სტატისტიკის თანახმად, ყოველი მეორე დამნაშავე ქუჩაში დაუსჯელი დადის. 

წელს სქესობრივი თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 58%-ით გაიზარდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც იდენტურ საქმეებზე მუშაობენ, ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ფაქტების გამოსაკვლევად შსს წარმომადგენლებს შესაბამისი კვალიფიკაცია არ გააჩნიათ. მესამე სექტორი ასევე ამბობს, რომ არის ფაქტებიც, როდესაც თავად ძალოვანი უწყების თანამშრომელი არის მოძალადე, აქედან გამომდინარე, შსს საქმეს არ იძიებს და თაროზე აქვს შემოდებული.

მე მქონია ისეთი შემთხვევა, როდესაც მოძალადე არის უწყების თანამშრომელი და ამ შემთხვევაში ნამდვილად რთულდება, რეაგირებაც დროში იწელება, რატომღაც არავის სცალია თითქოს, - ამბობს მესამე სექტორის წარმომადგენელი.  
 

მსგავსი სიახლეები