უკრაინამ ,,კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის" დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე, დაასანქცირა
უკრაინამ „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე, დაასანქცირა. უკრაინის პრეზიდენტის მიერ გამოცემული განკარგულების მიხედვით, რომელიც პერსონალურ, სპეციალურ, ეკონომიკურ და სხვა შემაკავებელ ზომებს ეხება, სანქცირებულთა სიაში იქნა შეყვანილი შოთა აფხაიძე, რომელიც რუსეთის მოქალაქედ არის მოხსენიებული.
მითების დეტექტორის" ინფორმაციით, შოთა აფხაიძე გამოირჩევა პრორუსული განწყობით და ის უკრაინის ხელისუფლებას ადანაშაულებდა, რომ თითქოს ის საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩართვას აიძულებდა.
პერსონალური სანქციები ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების შეზღუდვას, უკრაინის ტერიტორიაზე შესვლის შეზღუდვას და სხვა.