გულწრფელად არ იყვნენ აღელვებული, თავს იღელვებდნენ - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში მომხდარ ინციდენტზე

16.01.23 17:28
გულწრფელად არ იყვნენ აღელვებული, თავს იღელვებდნენ - ლევან ბერძენიშვილი ყვარელში მომხდარ ინციდენტზე

გულწრფელად არ იყვნენ აღელვებული, თავს იღელვებდნენ, თუმცა, ეტყობოდათ, ფიზიკური ძალადობისთვის იყვნენ მზად - ილიაუნის პროფესორი, ცნობილი ფილოლოგი, ლევან ბერძენიშვილი,  ,,პირველებთან" ყვერელში მომხდარ ინციდენტს იხსენებს. 

ლევან ბერძენიშვილი ვარაუდობს, რომ თავისუფლად შეიძლებოდა ლექციის ჩატარება, იქ რომ სამართალდამცველებს საკუთარი ფუნქცია შეესრულებინათ. 

ლევან ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ რადიკალური დაჯგუფების წევრები ყვარელში დამოუკიდებლად არ მოქმედებდნენ.

აშკარად ეტყობოდათ, რომ ეს არ იყო მათი ტექსტი, გულწრფელად არ იყვნენ აღელვებულები - თავს იღელვებდნენ, თუმცა დარწმუნებული ვარ, ფიზიკური ძალადობისთვის მზად იყვნენ. 

ესენი არ იყვნენ ხულიგნები და ბანდიტები, ეს იყო საცოდავი ხალხი, რომელზეც ხელისუფლებას რაღაც გავლენა აქვს. 

ეს არა მარტო წახალისება, არამედ პოლიტიკური ოროსნობაა. ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს სრულიად მიუღებელი აზრები, მაგრამ გადაადგილებას მარტო სასამართლო აღკვეთს.

ხომ იურისტები არიან და გერმანული დიპლომები აქვთ, როგორ არ რცხვენიათ? 

მათი მიზანია, თავიანთი ამომრჩეველი გაამხნევონ.  აი, დედა ვუტირეთ, თუ არა, აი ნახეთ - იგებენ ყვარელში ერთით ნოლს და საქართველოში აგებენ ხუთასით ნოლს. - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორს, ლევან ბერძენიშვილს,  ,,ალტ ინფო", ,,კონსერვატიული მოძრაობა" და ,,ქართული ოცნება"  ცენზურას უწესებენ. ცნობილ ფილოლოგსა და ყოფილ დეპუტატს ერეკლე მეფესა და ილია მეორეზე ლაპარაკს უკრძალავენ. 

ყვარელში ჩასულ ლევან ბერძენიშვილს ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციის წაკითხვის საშუალება რადიკალებმა არ მისცეს.

მსგავსი სიახლეები