ხელისუფება ახალისებს ძალადობას - ეკა გიგაური

16.01.23 17:44
ხელისუფება ახალისებს ძალადობას - ეკა გიგაური

დაუსჯელი ორგანიზატორები და შემსუბუქებული სასჯელი შემსრულებლებისთვის - თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" გენერალური დირექტორი "ტვ პირველთან" აფასებს.

ეკა გიგაურის თქმით,  ხელისუფება ახალისებს ძალადობას: 

"ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი ნამდვილად არ იყო, ყველაფერი მიდიოდა იქითკენ, რომ ამ ადამიანების პასუხიმგებლობის საკითხი ასეთი აშკარა არ ყოფილიყო. ცხადია, რომ მათ კონკრეტული სასჯელი უნდა მოიხადონ, მაგრამ ხელისუფება ყოველ ჯერზე თავისი ქმედებებით და რიტორიკით ახალისებს ძალადობას და ზუსტად ამ გადაწყვეტილებითაც, ასეთი ტიპის ძალადობები იქნება წახალისებული. ცხადია, ეს გადაწყვეტილება რეაგირების გარეშე არ იქნება, არავის სჯერა რომ ეს იყო დამოუკიდებელი სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც სავარაუდოდ მოსამართლეებმა მიიღეს ხელისუფლების მხრიდან" - აცხადებს ეკა გიგაური. 

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 5 ივლისს ჟურნალისტებისა და ოპერატორების, მათ შორის  ლექსო ლაშქარავას მიმართ ძალადობაში მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირა. 

მსგავსი სიახლეები