თუ შეურაცხყოფ მეფეებს, წმინდანებს, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი - გურამ მაჭარაშვილი

16.01.23 17:47
 თუ  შეურაცხყოფ მეფეებს, წმინდანებს, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი - გურამ მაჭარაშვილი

,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წამოსული დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი, ყვარელში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა, რა დროსაც ილიაუნის პროფესორს, ლევან ბერძენიშვილს, რადიკალურმა ჯგუფებმა ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

გურამ მაჭარაშვილი მომხდარის მიზეზად ლევან ბერძენიშვილის კრიტიკული მოსაზრებები მიაჩნია. 

როცა ამბიცია გაქვს ამბიცია და პრეტენზია, რომ გინდა, იყო საზოგადო მოღვაწე და საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მაშინ იმის პასუხისმგებლობაც უნდა გაგაჩნდეს, რაც ამ საზოგადოებას პატივსაცემად მიაჩნია.

თუ შენ შეურაცხყოფ იმ ადამიანებს, იმ წმინდანებს, ტრადიციებს, რომელსაც საზოგადოების უდიდესი ნაწილი პატივს სცემს და მერე  შენ გინდა, საჯარო სივრცეში ოპერირებდე, მიიღებ იმ პასუხს, რასაც იღებს ბატონი ბერძენიშვილი. 

საზოგადოებასაც აქვს უფლება, საკუთარი პოზიცია გამოხატოს, მათ შორის, კანონიერ ჩარჩოებში - ამბობს გურამ მაჭარაშვილი. 

მსგავსი სიახლეები