შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო - პაველ ჰერჩინსკი

16.01.23 18:27
შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის გაუარესებული ჯანმრთელობის გამო  - პაველ ჰერჩინსკი

შეშფოთებულები ვართ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობის გამო - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩი აცხადებს. პაველ ჰერჩინსკი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მესამე პრეზიდენტის უფლებებს. 

ყველა პატიმრის უფლებების დაცვა და პატივისცემა საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა! ქვეყნის მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაუარესებულ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გამოქვეყნებული ანგარიშის გამო შეშფოთებულები ვართ, მიმდინარე სასამართლო პროცესებს ყურადღებით ვაკვირდებით.

ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმოება მალე დასრულდება. მოვუწოდებთ მთავრობას: პატივი სცეს როგორც ყველა პატიმრის, ასევე სააკაშვილის უფლებებს.

შეშფოთებულები ვართ და ვიმედოვნებთ, მისი მდგომარეობა გაუმჯობესდება - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

მსგავსი სიახლეები