ე.წ. განდგომილები სააკაშვილის მკვლელობის სცენარს ავითარებენ - ივანიშვილის დაჯგუფების გზავნილი
თუ ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები საქართველოს მესამე პრეზიდენტს ციხიდან ვერ გაათავისუფლებენ, მას მოკლავენ და ,,ქართულ ოცნებას" დააბრალებენ, - ივანიშვილის დაჯგუფება მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას აანონსებს.
ე.წ. განდგომილები ქვეყენას არეულობას და მეორე ფრონტის გახსნას უწინასწამეტყველებენ. დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად კი სუბარი-ყაველაშვილის გუნდი სააკაშვილისთვის ზომების გამკაცრებასა და ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებას ითხოვს.
რატი ბრეგაძე კი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ემორჩილება. იუსტიციის სამინისტრო რუსთავის და გლდანის ციხის, ასევე გორის ჰოსპიტალისა და "ვივა-მედის" კადრებს ამ დრომდე მალავს.
პარალელურად, სააკაშვილის ადვოკატებმა დაცვის სტრატეგია შეცვალეს. 30 წუთი ერთი მოწმის დასაკითხად - ეს არის ის რეგლამენტი, რომლის შუამდგომლობასაც პრეზიდენტის უფლებადამცველები ხვალინდელ პროცესზე დააყენებენ.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე არევაძე გაიზიარებს ადვოკატების წინადადებას, არ არის გამორიცხული, პროცესი სამ სხდომაში დასრულდეს.
რისი ეშინია "ქართულ ოცნებას" და რას უკავშირდება "ხალხის ძალის" ახალი განცხადება - ნახეთ ნანუკა ქაჯიას რეპორტაჟში.