კიდევ ორი ქართველი სანქცირებულთა სიაში - ვის დაუწესა კიევმა შეზღუდვები
კიდევ ორი ქართველი სანქცირებულთა სიაში - ამჯერად სიას ბიზნესმენი ალექსანდრე ორჯონიკიძე და „კავკასიის ისლამური კვლევების ცენტრის” დამფუძნებელი, შოთა აფხაიძე დაემატა.
განკარგულებას კიევისთვის მიუღებელი პერსონების დასანქცირებაზე ხელს უშუალოდ პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი, აწერს.
დღეიდან დასანქცირებულების აქტივები გაიყინება და სავაჭრო ოპერაციები შეიზღუდება, ისევე როგორც უკრაინის ტერიტორიაზე შესვლა.
სანქციებს გამოეხმაურა შოთა აფხაიძე, რომელიც აცხადებს, რომ კიევის შემდეგ შეზღუდვები მას ევროკავშირმაც დაუწესა.
რას უკავშირებს კიევის გადაწყვეტილებას თავად ერთ-ერთი დასანქცირებული, ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.