პარლამენტში შეპარულო ოპოზიციავ, გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან? - შალვა ნათელაშვილი
პარლამენტში შეპარულო ოპოზიციავ, გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან? - ,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი კოლეგებს მიმართავს და საკანონმდებლო ორგანოს დაუყონებლივ დატოვებისკენ მოუწოდებს.
შალვა ნათელაშვილი ასევე ევროკავშირს მოუწოდებს, წაიყვანოს საქართველოდან საფრანგეთის მოქალაქეობის მქონე ივანიშვილი.
ივანიშვილის პირადმა ე.წ ოთხეულმა დღეს ფაქტიურად დაანონსა ექს-პრეზიდენტის მკვლელობა ციხეში. ოლიგარქი მანამდე გააგრძელებს პუტინის ინსტრუქციათა შესაბამისად საქართველოს ნგრევას, სანამ ჰააგაში სპეციალური ტრიბუნალი არ შეიქმნება და არ იქნება დაპატიმრებული საერთაშორისო ორდერით.
მეგობრებო ევროპა--ამერიკიდან, სად იყურებით? რაღას ელოდებით? როგორც მოიყვანეთ, ისე წაიყვანეთ ეგ თქვენი საფრანგეთის---მოქალაქობა ნაყიდი ტრანსკონტინენტალური ბოროტმოქმედი.
პარლამენტში შეპარულო ოპოზიციავ, გამოდიხართ თუ არა დანაშაულებრივი კორპორაციიდან, რასაც ეგ ორგანო წარმოადგენს? მაშინ თქვენ მაინც რას ელოდებით? - წერს შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.