არსებობს დიდი რისკი, რომ საკაშვილს სიმსივნე განუვითარდეს - ვილი პაჭკორია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამარლო პროცესი - საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან.
საქალაქო სასამართლოს ეზოში მივიდნენ ექიმებიც, ის მედიკოსები, რომლებმაც კარგად იციან, პატიმარი პაციენტისთვის რა დამაზიანებელი ეფექტი შეიძლება, ჰქონდეს მის მძიმე დიაგნოზებს.
,,კლინიკების ასოციაციის" დამაარსებელი, მედიკოსი ვილი პაჭკორია, ვარაუდობს, რომ არსებობს დიდი რისკი, მსჯავრდებულ პრეზიდენტს სიმსივნური დაავადება განუვითარდეს, ამიტომაც, მისი მტკიცებით, სააკაშვილის გადაყვანა უცხოურ კლინიკაში აუცილებელია, სადაც მკურნალობისთვის საჭირო პირობები იქნება.
დრო ნამდვილად არ ითმენს. პირიქით, ახლა უკვე გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული და პაციენტი სააკაშვილი უცხოეთში უნდა იმყოფებოდეს მკურნალობის ქვეშ.
პროცესები მძიმდება და ხვალ-ზეგ შესაძლოა, უფრო დიდი რისკი არსებობდეს, განვითარდეს კარცეროგენული მოვლენები, რა დროსაც ხდება სიმსივნური პროცესების ინიციაცია - აცხადებს ვილი პაჭკორია , ,,კლინიკების ასოციაციის" ხელმძღვანელი.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 11 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა, ამ დრომდე ის არ დაწყებულა.