"ხალხის ძალის" საგანგაშო განცხადება მსოფლიო ლიდერებს მაგიდაზე აქვთ - ხაჭაპურიძე
მიხეილ სააკაშვილი ადვოკატი "ხალხის ძალის" განცხადებას, სადაც საუბარი მესამე პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციაზეა, საგანგაშოს უწოდებს. შალვა ხაჭაპურიძის თქმით, აღნიშნული განცხადება მსოფლიო ლიდერებს უკვე მაგიდაზე უდევთ.
„ხალხის ძალის“ განცხადებასთან დაკავშირებით... ეს იყო საგანგაშო განცხადება. ტექსტი, რაც მივწერეთ, გადმოგცემთ. ამ ტექსტს გაგაცნობთ. ეს დოკუმენტი შეგიძლიათ საჯარო გახადოთ. ამ დილით, დამიჯერეთ, უამრავ გაზეთებში, საზღვარგარეთ, უცხოეთის ტელევიზიებში და წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს უკვე მაგიდაზე ექნებათ ეს განცხადება, - თქვა ხაჭაპურიძემ.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საქმის წარმოებას ინგლისური მოდელის მიხედვით მოითხოვს. საუბარია მოწმეებისთის რეგლამენტის დაწესებაზე.
შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ თითო მოწმის გამოკითხვას დაახლოებით ერთი საათი უნდა დაეთმოს.
დავაყენებთ შუამდგომლობას, ეს არის ინგლისური მოდელი საქმის წარმოების, როდესაც მხარეები თანხმდებიან და მოსამართლე ამას აკმაყოფილებს, რომ შევიზღუდოთ გარკვეულად დროში. ამაზე პროცესზე ვიმსჯელებთ, კონკრეტულად რა დრო. მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმ ეს უნდა იყოს თითო მოწმის დაკითხვაზე ერთი საათი. ქალბატონი ჯიშკარიანი დღეს არ დაიკითხება, იმიტომ, რომ მისი ჩენება მოცულობითი იქნება, ფიზიკურად ვერ მოესწრება. ბატონი კობი დაიკითხება, თუ დრო დარჩება, განსაზღვრული გვაქვს კიდევ ორი მოწმის დაკითხვა. ვნახოთ, ჯერ არ გავაჟღერებ. ორთოპედ-თერაპევტი გახლავთ ბატონი კობი და მან სასამართლოს უდნა მოახსენოს იმ ტრავმების შესახებ, სრაც სააკაშვილმა მიიღო პენიტენციური დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში, რა მკურნალობა ჩაუტარდა, როგორ და ა.შ., - თქვა ადვოკატმა.
შალვა ხაჭაპურიძის თქმით, გაუარესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ სასამართლო პროცესძე დასწრება სურს.
მას სურვილი აქვს სასამართლო პროცესზე დასწრების. ვნახოთ, ახლა ეს რამდენად მოხერხდება და ექიმები რამდენად მისცემენ მას ამის უფლებას. დისტანციურად არ ჩაერთვება. მისი სურვილია, - თქვა ადვოკატმა.
მიხეილ სააკაშილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ წუთი-წუთზე დაიწყება.