კატასტროფა, სირცხვილი და წარსულის უპატივცემლობა - დავით სააკაშვილი "ხალხის ძალის" განცხადებაზე

17.01.23 11:29
კატასტროფა, სირცხვილი და წარსულის უპატივცემლობა - დავით სააკაშვილი "ხალხის ძალის" განცხადებაზე

"ხალხის ძალის" განცადება მესამე პრეზიდენტის ძმა კატასტროფას და სასირცხვილოს უწოდებს. დავით სააკაშვილის თქმით, პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად, მნიშვნელოვანია ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე დაცული იყოს. 

ეს არის კატასტროფა, ეს არის სირცხვილი! ეს არის უპატივცემლობა წარსულის, აწმყოსი, მომავლის. თითონ სახელი „ხალხის ძალა“...ეს არის „ხალხის ძალა“? ანუ ხალხს უნდა, რომ ამ ქვეყანაში ადამიანის სიცოცხლე არ იყოს დაცული?  არ იყოს დაცული მისი ჯანმრთელობა? კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საუბარი არ არის არანაირ პოლიტიკურ გემოვნებაზე, აქ არის საუბარი ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დაცვა და ამის გაფრთხილება თუ ჩვენ არ შეგვიძლია, ჩვენ არ ვართ ნორმალური ევროპული საზოგადოება, - თქვა დავით სააკაშვილმა. 

 შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოშ ამ წუთებშ იწყება. 

მსგავსი სიახლეები