ოკუპანტებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს
საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გაიტაცეს. ეს ინფორმაცია სულ ცოტა ხნის წინ მედიას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაუდასტურა. სუსის ანალიიკური სამსახურის წარმომადგენლის, ირაკლი ანთაძის, ინფორმაცით ცხელი ხაზიდან ინფორმაცია წუხელ მიიღეს, თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
ამ წუთებშიი კი ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 110-ე შეხვედრა იწყება, სადაც აღნიშნული საკითხი განიხილება.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილავთ იმ საკითხს, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტულია - ესაა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი მოქალაქეების გათავისუფლება. ასევე ვისაუბრებთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესზე. მიმოვიხილავთ გასული წლის ტენდენციებს, გასულ წელს იყო ჩვენი მოქალაქეების უკანონო პატიმრობის 69 შემთხვევა.
წუხელ გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალებმა კიდევ ერთი ჩვენი მოქალაქე დაკავეს, დეტალებს ვარკვევთ - აცხადებს ირაკლი ანთაძე.