კონფლიქტი არავისთან ჰქონია - პოლონეთში გაუჩინარებული პაატა ჩიქობავას ცოლის პირველი ინტერვიუ

03.05.21 18:59
კონფლიქტი არავისთან ჰქონია - პოლონეთში გაუჩინარებული პაატა ჩიქობავას ცოლის პირველი ინტერვიუ

პოლონეთში გაუჩინარებული პაატა ჩიქობავას ცოლი, ირინე შამუგია, "ტვ პირველთან" პირველ კომენტარს აკეთებს. 

შამუგია ამბობს, რომ მისი ქმარი პოზნანში ცხოვრობდა, თვითონ და შვილი კი სხვა ქალაქში იმყოფებიან. ის აღნიშნავს, რომ მეუღლე ბოლოს 19 აპრილს შეხვდა, როცა მისი თქმით, "პაატამ შვილი 5 წუთით ნახა". 

იმავე საღამოს დავუკავშირდი და ვკითხე, მივიდა თუ არა პოზნანში, ის სახლში მშვიდობით ჩავიდა. მეორე დღესაც მომიკითხა, დავურეკე, 20-შიც სახლში იყო. მეორე დღესაც ვცადე დარეკვა, თუმცა მასთან დაკავშირება ვერ მოხერხდა - აცხადებს დაკარგული კაცის ცოლი. 

შამუგიას თქმით, პაატა ჩიქობავა ტაქსის მძღოლად მუშაობდა. მეუღლე არ გამორიცხავს, რომ მისი ქმარი დეპორტირებულთა სიაში იყოს. 

სამუშაო ვიზას დრო ჰქონდა გასული. შეიძლებ,ა დეპორტაციაში მოჰყვა. პოლიცია ხაზზეა და გაირკვევა, არის თუ არა დეპორტაციაში. თუ არადა, ძებნას გამოაცხადებენ. პოლიციას რომ დაეჭირა, კომუნიკაციის საშუალებას მისცემდნენ. ყველა ეძებს. პაატას ცუდი ურთიერთობა არავისთან ჰქონდა"- აცხადებს გაუჩინარებულის ცოლი. 

პაატა ჩიქობავას ოჯახი უკვე მე-15 დღეა უშედეგოდ ეძებს.

მსგავსი სიახლეები