რუსეთი "ოცნების" ჩართულობით სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ახორციელებს - პაატა მანჯგალაძე
"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი, პაატა მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ რუსეთი "ოცნების" ცართულობით მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ სპეცოპერაციას ახორციელებს. საქმე ეხება "ხალხის ძალის" განცახდებას მესამე პრეზიდენტის შესაძლო ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
ოპოზიციის წევრი ფიქრობს, რომ რუსეთს სააკაშილის პოლიტიკური სცენიდან გაყვანა სურს.
ეს იყო პირდაპირი გზავნილი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ძალიან ცუდად და „ქართულ ოცნებას“ არ უნდა, რომ პასუხისმგებლობა ხალხმა მათ დააკისროს მიხეილ სააკაშილის ცუდად ყოფნის გამო. მხოლოდ ცუდად ყოფნაში არ არის საქმე, მიმდინარეობს ე.წ. სპეცოპერაცია მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სცენიდან გაყვანასთან დაკავშირებით და ამ სპეცოპერაციას ახორციელებს რუსეთი „ქართული ოცნების“ ჩართულობით და მონაწილეობით. ამიტომ, ქმნიან წინასწარ ალიბს, რომ „ჩვენ კი არ ვუშავებთ მიხეილ სააკაშილს, რადგან მიხეილ სააკაშილმა ბევრი ინფორმაცია იცის“... და ძალიან მნიშვნელოვანია, მე მივმართავ მოქალაქეებს, რაზე საუბრობენ, რომ 2008 წელთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილს აქვს კომპრომატები დასავლეთთან ანუ რუსული ნარატივი რაც არის, რომ დასავლეთს წაქეზებით საქართელომ დაიწყო ომი, აი, ამა ავითარებს, ამისკენ უბიძგებს ხალხს, - თქვა მანჯგალაძემ.