სააკაშვილის სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში 45 წუთია ვერ იწყებენ

17.01.23 11:48
სააკაშვილის სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში 45 წუთია ვერ იწყებენ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს საქალაქო სასამართლოში 45 წუთია ვერ იწყებენ. მხარეები ადგილზე იმყოფებიან , თუმცა დარბაზში ამ დრომდე არ გამოჩენილა მოსამართლე გიორგი არევაძე.

სასამართლოს ეზოში რადენიმე წუთის წინ მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია გამოჩნდა. ადგილზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშილის მხარდამჭერებიც. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის, სასჯელის გადავადების, ან  გათავისუფლების საქმეზე მორიგი სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს. 

სააკაშვილს სურს, სასამართლო სხდომას კლინიკიდან დისტანციურად ჩაერთოს, თუმცა უცნობია, მისცემენ თუ არა მას ამის უფლებას.

პროცესზე ადვოკატების მთავარი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის რეგლამენტის განსაზღვრა იქნება. ამის შემდეგ კი მოსამართლის წინაშე ნობელიანტი ექიმი, ჯეიმს კობი, წარსდგება.  

მსგავსი სიახლეები