"მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - სააკაშვილის გზავნილი სასამართლოს (ვიდეო)

17.01.23 12:01
"მზად ვარ მისასვლელად, ჩართვის ხარისხი არ მაკმაყოფილებს" - სააკაშვილის გზავნილი სასამართლოს (ვიდეო)

მკურნალმა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში ტრანსპორტირების უფლება არ მისცა. "ვივა-მედის" ოქმი მოსამართლე გიორგი არევაძემ სასამართლო დარბაზში რამდენიმე წუთის წინ წაიკითხა.

ოქმს ხელს პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლები, თავად მიხეილ სააკაშვილი და ასევე, "ვივა-მედის" ექიმი აწერენ.

ოქმს მესამე პრეზიდენტის მინაწერიც ახლავს, სადაც განმარტებულია, რომ სააკაშვილი პროცესზე მისასვლელად მზად არის, რადგან  ჩართვის ხარისხი არ აკმაყოფილებს, რის გამოც პროცესზე დისტანციურად ჩართვაზე უარს აცხადებს.  

საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი ამ წუთებში დაიწყო. 

 

 

მსგავსი სიახლეები