"მიიღეთ ზომები სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოებაზე" - ადვოკატების მიმართვა სასამართლოს

17.01.23 12:16
"მიიღეთ ზომები სააკაშვილის სიცოცხლის  უსაფრთხოებაზე" - ადვოკატების მიმართვა სასამართლოს

"მიიღეთ ზომები სააკაშილის სიცოცხლის  უსაფრთხოებასთან დაკავშირებით", - ამ სიტყვებით მიმართა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა მოსამართლე გიორგი არევაძეს. 

მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა სხდომის დაწყებისას ყურადღება "ხალხის ძალის" განცახდებაზე გაამახვილა, სადაც საუაბარი სააკაშვილის შესაძლო ლიკვიდაციას ეხებოდა და სასამართლოს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

გუშინ გავრცელდა ერთ-ეღთი საპარლამენტო ფრაქციის საგანგაშო განცხადება, სადაც ჩენ ამოვიკითხეთ, რომ მმართელი პარტ5იის შემადგენელი ნაწილი, ასე ვთქვათ, ე.წ. „ხალხი ძალა“ აანონსებს სააკაშვილის მოკვლის ფაქტს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, მიღებული იქნეს დაუყოვნებლივი ზომები, ვინაიდან თუ სახელმწიფოს პოლიტიკური ფრაქციის ხელმძღვანელობას გააჩნიათ ასეთი საგანგაშო და ყურით გაუგონარი ინფორმაცია, რომ მზადდება სააკაშვილის მკვლელობა და მათ იციან ამის შესახებ, სასამართლოს ვთხოვთ, გამოიტანოს განჩინება, მიმართოს სახელმწიფოს ყველა სამართლდამცავ ორგანოს, ჯერ ერთი, დაადგინონ, საიდან აქვთ ეს ინფორმაცია და მერე, უზრუნველყონ სააკაშვილის სიცოცხლის უსაფრთხოება. ეს არის სასამართლოს მოვალეობა, - თქვა გელბახიანმა. 

მსგავსი სიახლეები