გადაწყვეტილება მიღებულია - USA 2 GEORGIA-ს შეზღუდვები დაუწესდა
თუკი USA 2 GEORGIA-ს მომხმარებელი ნივთის საწყობში შენახვის საფასურს არ გადაიხდის, 30 დღეში აღნიშნულ ნივთზე საკუთრების უფლებას არ დაკარგავს - ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ გახდა ცნობილი.
ირკვევა, რომ საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობა USA 2 GEORGIA-ს საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა.
შესაბამისად, სააგენტოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, თითოეული მომხმარებელი დაცულია - ამანათ(ებ)ზე საკუთრების უფლების დაკარგვისგან.
სააგენტოს მიერ განხორციელებული ქმედების შედეგად, თუკი მომხმარებელი 30 დღეში საქართველოს საწყობში შენახვის ღირებულებას არ გადაიხდის და ამანათს არ გაიტანს, მასზე ავტომატურად საკუთრების უფლებას არ დაკარგავს.
USA2GEORGIA-ს მიერ მომხმარებლის უფლებების შესახებ საქართველოს კანონის შესაძლო დარღვევის თაობაზე, სააგენტოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კომპანიას აეკრძალა - ამანათში არსებული პროდუქციის გასხვისება ან მისი საკუთრებაში დატოვება,"- ნათქვამია განცხადებაში.
კონკურენციის სააგენტომ USA 2 Georgia-ს მიერ მომხმარებელთა უფლებების შესაძლო დარღვევის შესახებ განაცხადის შესწავლა დეკემბერში დაიწყო.