სააკაშვილს კისერი ციხეში გადაყვანისას დაუზიანეს - ექიმი კობი

17.01.23 12:45
სააკაშვილს კისერი ციხეში გადაყვანისას დაუზიანეს - ექიმი კობი

ნობელის პრემიის ნომინანტი ექიმი, ჯეიმს კობი, ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილს კისერი ციხეში გადაყვანისას დაუზიანეს. ამის შესახებ მედიკოსმა სააკაშვილის სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ექიმი კობი ასევე ამბობს, რომ ართრიტი, რომელიც პატიმარ პრეზიდენტს ორგანიზმში აღმოაჩნდა, დიდი ალბათობით, ტოქსიკური მოწამვლის შედეგია. 

როდესაც ციხის ერთ-ერთ დაწესებულებაში გადაიყვანეს, ის გადაჰყავდათ ისეთ უცნაურ პოზიციაში, რომ კისერი დაუზიანეს. მას ასევე, ჰქონდა მრავლობით გულყრა.  

მე ვფიქრობ, რომ მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში და მხრის სახსარში აღმოჩენილი ართრიტი, შეიძლება ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი იყოს. 
ვეცხლისწყალი  ერთ-ერთი ის ელემენტია, რომელიც ჩვეულებრივი სახსრების დაზიანებას იწვევს, -
თქვა ექსპერტმა. 
 

მსგავსი სიახლეები