სააკაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ იმოძრავებს - ექიმი კობი

17.01.23 12:54
სააკაშვილს სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვეღარ იმოძრავებს - ექიმი კობი

მიხეილ სააკაშვილს კისერსა და მხრის სახსარზე სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება. ამის შესახებ ამერიკელმა ექიმმა, ჯეიმს კობმა, სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ექსპერტის განმარტებით, მესამე პრეზიდენტს მალთაშუა დისკი აქვს გახეული და თუკი სასწრაფო წესით ოპერაცია არ ჩაუტარდა, შესაძლოა, მოძრაობა ვეღარ შეძლოს. 

დაზიანებული აქვს მალთაშუა დისკი... გახეული აქვს... ასევე კისრის მე-5 და მე-6 მალებს შორის  დისკზეა ლაპარაკი... ხდება ზეწოლა ზურგის ტვინის ნერვებზე. 

მას აქვს სერიოზული პრობლემა და ვფიქრობ, რომ კისრის და მარცხენა სახსრის პრობლემა ყველაზე სერიოზული და მტკივნეულია. საჭიროა, ქირურგიული ოპერაცია კისერსა და მხრის მარცხენა სახსარზე, სავარაუდო ქირურგიული ოპერაცია მენჯ-ბარძაყოს სახსარზე. 
თუ დროულად არ ჩაუტარდა ეს ოპერაციები, პრაქტიკულად სიარულს და მოძრაობას ვერ შეძლებს, -
თქვა ექსპერტმა. 

მსგავსი სიახლეები