მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბერკეტი ,,ოცნების" წინააღმდეგ - ოპოზიცია პარლამენტის დატოვებას არ აპირებს

17.01.23 13:37
მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ბერკეტი ,,ოცნების" წინააღმდეგ - ოპოზიცია პარლამენტის დატოვებას არ აპირებს

როგორ აფასებს ოპოზიცია შალვა ნათელაშვილის მოწოდებას საკანონმდებლო ორგანოს დატოვებასთან დაკავშირებით? ხელისუფლების ოპონენტები ამ დროისთვის საჭიროდ არ მიიჩნევენ პარლამენტის დატოვებას, რადგან მათ სურთ, ყველა ბერკეტი და რესურსი გამოიყენონ, რათა ,,ქართულ ოცნებას" დისკომფორტი შეუქმნან.

პარლამენტიდან გასვლა- შემოსვლის თემა იმდენად კომიკური გახადეს უკვე ჩვენმა კოლეგებმა ოპოზიციიდან, რომ ამ თემაზე უკვე კომენტარს არ ვაკეთებ. 

ჩვენი გუნდის პოზიცია ცნობილია-  მაქსიმალურად ვიყენებთ ბერკეტებს, რაც გვაქვს და წერტილი - აცხადებს გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა ბუჩუკური. 

რაც შეეხება ,,სტრატეგია აღმაშენებელს",  პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის დატოვება უნდა გახდეს ხელისუფლებაზე ზემოქმედების საშუალება და არა მათთვის დამატებითი კომფორტის შექმნა. 

მანდატს არავინ ებღაუჭება, მაგრამ ჯერ უნდა დავგეგმოთ, რა ნაბიჯები გადავდგათ და მერე გამოვიდეთ პარლამენტიდან. ეს გამოსვლა ისე უნდა იყოს გამოყენებული, როგორც ზემოქმედების საშუალება და არა როგორც ,,ოცნებისთვის" დამატებითი კომფორტის შექმნა - მიაჩნია პაატა მანჯგალაძეს. 

პარლამენტის დატოვებას არ გეგმავენ არც ,,რესპუბლიკელები" და პარტია ,გირჩი".

დათმეთ მანდატები და გამოდით დანაშაულებრივი კორპორაციიდან  -  შალვა ნათელაშვილმა დღეს სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ მიმართა ოპოზიციას და პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა.  მიმართავა ოპოზიციას მიმართავს...

ლეიბორისტული პარტიის თავმჯომარე ფიქრობს, რომ ახლა ყველაზე მართებული გამოსავალი ოპოზიციის საპარლამენტო ბოიკოტი იქნება.

ნათელაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გაავრცელა, რაც ,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასულმა დეპუტატებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მკვლელობა დაანონსეს  და ბრალი პარტნიორებს დასდეს.

,,ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის აზრით, ივანიშვილი პუტინის ინსტრუქციების შესრულებას იქამდე განაგრძობს, ვიდრე ჰააგაში მის წინააღმნდეგ ტრიბუნალი არ შეიქმნება.
 

მსგავსი სიახლეები