პირდაპირ პასუხისმგებელი ხარ სააკაშვილის ნელი სიკვდილით მოკვდინებაზე - მუმლაძე ივანიშვილს
"ნაციონალური მოძრაობის თავმდჯომარეობის კანდიდატი გიორგი მუმლაძე ბიძინა ივანიშვილს მიხეილ სააკაშვილის ნელი სიკვდილით მოკვდინებასა და ქვეყნის ევროპული მომავლის განადგურებაშ ადანაშაულებს. ამის შესახებ სამოქალაქი აქტივისტმა საქალაქო სასამართლოს ეზოში, სააკაშვილის პროცესის პარალელურად განაცხადა.
მუმლაძის თქმით, ივანიშვილი სააკაშვილის პროცესებს შეგნებულად წელავს.
ის დინამიკა, რაც აქვს პროცესების გამართვას, ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ სასამართლოს გაწელვებით ცდილობენ მიშა სააკაშვილის ასე ნელი სიკვდილით მოკვდინებას. ბიძინა ივანიშვილს მივმართავ, პირდაპირ შენ და შენი ოჯახი ხართ პასუხისმგებელი მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობამდე მიყვანამდე და ასევე, პირდაპირ პასუხისმგებელი ხარ საქართველოს დემოკრატიული და ევროპული მომვალის განადგურებაზე, - განაცხადა მუმლაძემ.