გოშევსკა მერაბიშვილის მეგობარია - თეა წულუკიანი პოლონეთის სეიმის წინააღმდეგ
თეა წულუკიანი პოლონეთის სეიმის წინააღმდეგ. ვიცე-პრემიერი პოლონეთს პარლამენტის გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომელმაც რეზოლუცია მიიღო და მიხეილ სააკაშვილის სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.
თეა წულუკიანი ამბობს, რომ რეზოლუციის ინიციატორი და მიმღები ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარია.
კულტურის მინისტრი ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პოლონელ ხალხს აუხსნას, თუ ვინ არის ვანო მერაბისვილი და რატომ იხდიდა ის სასჯელებეს ციხეში.
უნდა ჩაითვალოს, რომ არის არამეგობრული ჟესტი. თუმცა ამ ჟესტს აქვს ძალიან მარტივი ახსნა და გასაგები ხდება ყველაფერი, როდესაც ვხედავთ, რომ არამეგობრული ჟესტის შესაბამისი რეზოლუციის უკან დგას მისი ავტორი, ბატონი ვანო მერაბიშვილის უახლოესი მეგობარი, ქალბატონი გოშევსკა. ამით ყველაფერი არის უკვე ახსნილი. ჩვენს საზოგადოებას კი ახსნა და განმარტება არ სჭირდება, ვინ არის ვანო მერაბიშვილი. თუ პოლონურ საზოგადოებას აქვს იმის საჭიროება, რომ ავხსნათ, ვინ არის ვანო მერაბიშვილი, ესეც შეგვიძლია, რომ ფაქტებით ავხსნათ, რა კალიბრის კრიმინალთან გვაქვს საქმე და რისთვის იხდიდა ის სასჯელებს", - ამბობს წულუკიანი.
პოლონეთის სეიმმა მიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს საქართველოს მთავრობას გადაიყვანოს მიხეილ სააკშვილის უცოხეთში სამკურნალონდ. დოკუმემნტის ავტორი მალგოჟეტა გროშევსკაა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სანახვად "ვივა მედში" ორჯერ არ შეუშვეს.