მეჯვრისხევში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს - დავით ქაცარავა

17.01.23 14:49
მეჯვრისხევში ევროკავშირის მონიტორინგის ჯგუფს რუსებმა ცეცხლი გაუხსნეს - დავით ქაცარავა

"13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს, წადითო " - საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ,  ,,ანტისაოკუპაციო მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გაავრცელა. 

პარასკევს, 13 იანვარს, სოფელ მეჯვრისხევში ჩასულ EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფს, რუსებმა "ცეცხლი" ჰაერში შეაგებეს.  წადითო.  
არსებობს ამის ვიდეო მტკიცებულება? სამწუხაროდ არა. 
საიდან ვიცი? 
ფაქტობრივად თვითმხილველმა მითხრა, ადგილობრივმა, რომელიც შორიახლოს გადაადგილდებოდა. 
იტყვის ამას საჯაროდ? რა თქმა უნდა არა, ეშინია როგორც რუსების შურისძიების, ასევე ადგილობრივი ზეწოლის.
გვჯერა? მე კი. დაუსვით კითხვები EUMM ის სამონიტორინგო ჯგუფის წევრებს, იმედია, არ მოიტყუებიან. 
თუ დამალავენ ამ ინფორმაციას და არაფერს იტყვიან საჯაროდ, მაშინ თავის რეპორტებში აუცილებლად ჩადებენ ამ ინფოს. 
რატომ მოიქცნენ ესე ორკები? წარმოდგენა არ მაქვს, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ეს აგრესიული, გარკვეული სახის მესიჯია.
დაადასტურებს სუსი? არ მგონია
. - წერს სოციალურ ქსელში დავით ქაცარავა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები