სააკაშვილის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - ბრეგაძის უწყება ექიმი კობის არგუმენტებმა გააღიზიანა

17.01.23 15:09
სააკაშვილის სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს - ბრეგაძის უწყება ექიმი კობის არგუმენტებმა გააღიზიანა

თბილისის საქალაქო სასამართლოშიი მიხეილ სააკაშილის სასამართლო პროცესი ხმაურით, დაპირისპირებით და სკანდალური განცხადებების ფონზე მიმდინარეობს. 

გავლენიანი ექიმის ჯეიმს კობის არგუმენტებით გაღიზიანებული პენიტიენციური სამსახურის წარმომადგენლები დაინტერესდნენ, რა დამსახურებისთვის მიიღო ამერიკელმა მედიკოსმა ნობელის პრემია. 

ხმაურის ფონზე განიხილეს ალტერნატიული ექსპერტიზის კვლევის შედეგებიც, რომელიც "ვივა-მედმა" სააკაშვილს ჩაუტარა, თუმცა საქმეში არ დევს.

გაკეთებული მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიით ნეკროზი ბარძაყის ძვალზე, თავზე არ არის აღმოჩენილი. აქედან გამომდინარე, ეჭვი, ბატონი პროფესორის, ნეკროზის შესახებ, გამორიცხულია, - თქვა პროცესზე პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა,  მალხაზ ურთმელიძემ. 

ურთმელიძის განცხადება დაცვის მხარემ გააპროტესტა.

ბატონი მალხაზ ურთმელიძე საუბრობს ისეთი დოკუმენტებით, რომელიც საქმეში არ დევს. მიგვითითეთ საქმის ტომი და ფურცელი, რომელზე საუბრობთ. თქვენ რომ გამოგაქვთ თქვენი სეიფიდან ეს სხვა არის... სად არის ეს, რომელ ტომშია? , - თქვა ინტერესების დამცველმა. 

ამ წუთებში სასამართლოს ჩენებას ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აძლევს.

მსგავსი სიახლეები