საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს

17.01.23 16:38
საქართველო მეტროს მოდერნიზაციისთვის EBRD-სგან 55,6 მლნ ევროს მიიღებს

საქართველოს ხელისუფლება თბილისის მეტროს მოდერნიზაციისთვის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან, დაახლოებით, 55,6 მლნ ევროს მიიღებს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტმა პოლიტიკისა და პარტნიორობის საკითხებში, მარკ ბოუმენმა მოაწერეს.

განცხადების მიხედვით, პროექტის განმახორციელებელი იქნება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეშვეობით. 

მსგავსი სიახლეები