ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
ბელარუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ლუკაშენკოს კონტროლირებადი მედიის მტკიცებით, 36 წლის გიორგი ზარაქაშვილი საომრად ბელორუსის გავლით უკრაინაში გადადიოდა და ეს მარშრუტი საქართველში უკრაინის საელჩომ შესთავაზა.
ეს არის ვერსია, რომელსაც ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ჩნდება ეჭვი, რომ ვიდეო იყოს ჩაწერილი ზეწოლით და დაკავებულ ქართველს ბელორუსიისა და რუსეთის სპეცსამსახურები უკრაინისა და იქ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ იყენებდნენ.
მე ვიმყოფებოდი საქართველოში. უკრაინის ხელისუფლებას მივმართე მასსემდეგ, რაც გავიგე, რომ ევროპაში ვერ შევიდოდი. ჩამოვფრინდი ბელორუსში, რო გადავსულიყავი უკრაინაში... უკრაინის საელჩოს იმ მიზნით მივმართე, რომ იქ გადავსულიყავი საომრად. მათ მითხრეს, რომ ან ბელორუსიდან, ან მოლდოვიდან, ან ვარსავიდან შეიძლებოდა უკრაინაში შესვლა. - ამბობს გიორგი ზირაქიშვილი ბელორუსის სახელმწიფო ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში.