ქრთამის აღების ფაქტზე ბათუმის მერიის თანამშრომელი დააკავეს
სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომელი გ.ხ. დააკავეს.
ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გაბნცხადებას ავრცელებს.
"გამოძიებით დადგენილია, რომ გ.ხ-მ ბათუმში კვების ობიექტის ფუნქციონირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის და ღია გადახურვის კონსტრუქციის უნებართვო მოწყობაში სამსახურებრივი მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით გამოართვა 2 400 ლარი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე", - აცხადებს სუს-ი.