მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება დანაშაულია - მესამე პრეზიდენტის ხმაურიანი პროცესი
მიხეილ სააკაშვილის ციხეში დატოვება დანაშაულია. თუ დროულად არ დაიწყება დეტოქსიკაცია და სათანადო მკურნალობა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მოკვდება - სააკაშვილის სამედიცინო დასკვნის ავტორმა დღეს მოსამართლე არევაძეს პირდაპირ უთხრა, რომ დიაგნოზები, რომელიც პატიმარ პრეზიდენტს დაუსვეს, მისი სასჯელისგან გათავისუფლების საფუძველია. სწრაფად მიმდინარეობს ნერვული სისტემისა და ფსიქიკის ნგრევა.
"სააკაშვილი წამების მსხვერპლია"- ამტკიცებდა ჯიშკარიანი, რომლის გამოკითხვაც სხდომაზე დღეს ყველაზე ხმაურიანი იყო.
სააკაშვილს თუ გადაუდებელი ოპერაციები არ ჩაუტარდება, ის სიარულს ვეღარ შეძლებს. ეს კი ამერიკელი ნობელიანტი ექიმის მძიმე დასკვნა. პრეზიდენტს სასწრაფოდ ქირუგიული ჩარევა სჭირდება კისრის, მხრის სახსარსა და მენჯ-ბარძაყის სახსარზე. საქართველოს მესამე პრეზიდენტს მძიმე დაზიანებები რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში იძულებით გადაყვანის დროს მიაყენეს. ართრიტი მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში კი ვერცხლისწყლით მოწამლვის შედეგია. ექსპერტი აცხადებს, რომ სააკაშვილს მარცხენა ხელი უკვე აღარ უმუშავებს. და ეს მხოლოდ დასაწყისია. მალე შესაძლოა ისეთი ვითარება შეიქმნას, რომ პრეზიდენტმა გადაადგილება ვეღარ შეძლოს.
სააკაშვილის სასამართლო სხდომის ხმაურიანი დეტალები - ნახეთ, ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.