დიდ სკანდალში გახვეული ვანო მერაბიშვილი - შს ყოფილ მინისტრს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელენ
ვანო მერაბიშვილის დიდ სკანდალში ეხვევა. შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ამხელენ. პირველი, ვინც ამის შესახებ ღიად ალაპარაკდა გიორგი რურუაა. ის სოციალურ ქსელში წერს,რომ მერაბიშვილი უცხოელ პარტნიორებთან პირად საუბრებში აგვისტოს ომის დაწყებას მიხეილ სააკაშვილს აბრალებდა. რურუა პირდაპირ ამბობს, რომ მერაბიშვილის დაბრუნება "ნაციონალურ მოძრაობაში" ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის.
ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერი ვანო მერაბიშვილი კი ნელ-ნელა ჩრდილიდან გამოდის. "პირველების" კამერამ ექს მინისტრი ფოთის ერთ-ერთ რესტორანში იმ დროს დააფიქსირა, როცა მან სისტემის ყოფილი თანამშრომლები სუფრასთან მიიწვია და უთხრა, რომ ხაბეიშვილის გამარჯვებაში უნდა დაეხმარონ. მერაბიშვილი მაშველ რგოლად ჩნდება ყველა იმ ქალაქში, სადაც ხაბეიშვილს მოგების ნაკლები შანსი აქვს.
დეტალები ნახეტთ, რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.