ვინ არის ბელორუსში დაკავებული საქართველოს მოქალაქე - სკანდალური ამბის დეტალები

17.01.23 20:36
ვინ არის ბელორუსში დაკავებული საქართველოს მოქალაქე - სკანდალური ამბის დეტალები

ბელორუსში საქართველოს მოქალაქე დააკავეს.  ლუკაშენკოს მიერ კონტროლირებადი მედია ამტკიცებს, რომ გიორგი ზირაქიშვილი უკრაინაში საომრად წასვლას ბელორუსიის გავლით  გეგმავდა, ეს მარშრუტი კი მას საქართველოში უკრაინის საელჩომ შესთავაზა. ეს არის ვერსია, რომელსაც ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს და ასაჯაროვებს ზირაქიშვილის ინტერვიუს, რომელსაც ახლა უკრაინელი დიპლომატების წინააღმდეგ ბრალდებებისთვის იყენებენ. 

რეალურად კი არ არის გამორიცხული, საქმე გვქონდეს პროვოკაციასთან.  საქართველოს მოქალაქის  ვიდეო ჩანაწერი  ტოვებს განცდას, რომ ინტერვიუ შესაძლოა, ჩაწერილი იყოს ზეწოლით და დაშინებით. დაკავებულ ქართველს კი ბელორუსული და რუსული სპეცსამსახურები იყენებდნენ უკრაინისა და იქ მებრძოლი ქართველი ჯარისკაცების წინააღმდეგ. ამ ეჭვს ამყარებს ისიც, რომ  უკრაინაში ქართული ლეგიონის მეთაურისთვის ზირაქიშვილის ვინაობა ცნობილი არ არის.  ცოტა ხნის წინ კი  "ეფ ეს ბემ" განცხადება გაავრცელა.

უკრაინის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საქართველო-რუსეთის საზღვარზე დააკავეს კიდევ ერთი პირი.

რა ახალი გეგმის განხორციელება დაიწყო ოკუპანტმა და რომელი ქვეყნის მოქალაქეა დაკავებული?  - ნახეთ, გიორგი ხუხიას რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები