თუ მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით - გამყრელიძე

04.05.21 10:43
 თუ მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით - გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ამბობს, რომ  თუ მოსახლეობის 60% ორჯერ აიცრება, გარე სივრცეში ნიღაბის მოხსნის უფლებას მისცემენ. 

მისი თქმით, აცრის და იმუნიზაციის გარეშე პანდემია არ დამთავრდება.

მთავარი გზა პანდემიის დასრულებისკენ გადის ჩვენს ქცევებზე. ყველას გვიკეთია დღეს ნიღბები, მივეჩვიეთ ამას, არა? აუცილებელია და გარკვეული პერიოდი კიდევ დაგვჭირდება. ჩვენი მოსახლეობის 60% თუ ავიცრებით ორჯერ, გარე სივრცეში ნიღაბს მოვიხსნით, ანუ თუ ჩამოგვიყალიბდა კოლექტიური, ანუ საზოგადოებრივი იმუნიტეტი - აცხადებს გამყრელიძე.