თუ მერაბიშვილ-კეზერაშვილი გაიმარჯვებს, მმართველობიდან გავიწევი და ხელს არ შევუშლი - მელია
ნიკა მელიას თქმით, თუ მერაბიშვილ-კეზერაშვილის გუნდი არჩევნებზე გაიმარჯვებს და ამომრჩეველი ასე გადაწყვეტს, მაშინ ის მმართველობიდან გაიწევა და ხელის შეშლას არავითარ შემთხვევაში არ შეეცდება.
პარტიის დატოვება-არდატოვებაზე საუბარი შევწყვიტოთ. მე პარტიას პრობლემას როგორ შევუქმნი. დარწმუნებული ვარ რომ ვერ გაიმარჯვებენ, მაგრამ თუ მართვის სათავეებში მოვლენ, მართონ ეს პარტია, თუ ამას მამომრჩეველი გადაწყვეტს და მე ხელს არ შევუშლი.
კიდევ ხაზს ვუსვამ, მმართველობიდან გავიწევი და ხელს არ შევუშლი.
თუ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რომ მერაბიშვილი და კეზერაშვილი უნდათ, მოვლენ ისინი პარტიის სათავეში და მე ხელს არ შევუშლი.
თუ მე გავიმარჯვე, იგივე უნდა გააკეთონ თავადაც და არავითარ შემტხვევასი აზრდააც არ უნდა გაივლონ თავში ხელის შეშლა", - ამბობს მელია.