"პასუხისმგებლობისგან დაცლილი" - ხაბეიშვილის პასუხი მელიას

18.01.23 11:13
"პასუხისმგებლობისგან დაცლილი" - ხაბეიშვილის პასუხი მელიას

ენმ-ს თავმდჯომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის ბრალდებებს სოციალურ ქსელში უპასუხა და მათ პასუხისმგებლობისგან დაცლილი უწოდა. 

ხაბეიშვილმა ნიკა მელია ისევ უმოქმედობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ მთავარი ახლა პრეზიდენტის და ქვეყნის გადარჩენაა. 

აბსოლუტურად დაცლილი პასუხისმგებლობისგან - არაანირი გეგმა, არანაირი საქმე ... არანაირი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, არანაირი მისი გადაყვანის გზები, არანაირი მოქმედება, არანაირი მოძრაობა ... არანაირი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, არანაირი შეხვედრები, არანაირი საქმიანი განხილვა, არანაირი არაფერი .... ჩვენ საქმეს მივხედოთ და მოვემზადოთ მოძრაობისთვის, მოქმედებისთვის პრეზიდენტის და ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებისთვის, - წერს ხაბეიშვილი. 

ნიკა მელია ინგა გრიგოლიას "რეაქციაში" ალაპარაკდა. ენმ-ს თავმდჯომარემ ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი პარტიის არაფორმალურ მართვაში და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა.  

მსგავსი სიახლეები