მხარდამჭერას ვუცხადებთ ნიკა მელიას! - ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია

18.01.23 11:31
მხარდამჭერას ვუცხადებთ ნიკა მელიას! - ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია

ენმ-ს ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მოქმედ თვამდჯომარეს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მათ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ ნიკა მელია ოლიგაქრიული რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძოდა და საკუთარი რესურსი ბოლომდე არ ამოუწურავს. 

ნამდვილად არ იყო ამის დრო, რადგან ჩვენ ვართ ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე -  გადასარჩენია საქართელოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე და ის დასახსნელია ტყვეობიდან და მე ვფიქრობ, რომ ახლა იყო დრო ერთობის, ერთიანობის დემონსტრაციის. მიუხედავად ამისა, მოცემულობა- მოცემულობაა, შესაბამისად, არც ჩენ ვაპირებთ პროცესებს მიღმა ყოფნას და „ნაციონალური მოძრაობის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს ნიკა მელიას, მიუხედავად დანარჩენი კანდიდატების პატივისცემისა, რადგან მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიამ ჯერ კიდევ სანამ გახდებოდა თავმდჯომარე, თავისი ბრძლით, თავისი შეუპოვრობით გვაჩვენა მაგალითი, ის მთელი შესაძლებლობებით იბრძოდა იმისთის, რომ ოლიგარქიული რეჟიმი დაემარცხებინა და შეგნებულად წავიდა და დაჯდა პუტინის და ივანიშვილის საპყრობილეში. ასევე, მიგვაჩნია, რომ ნიკა მელიას თავისი რესურსი არ ამოუწურია, - განაცხადეს ბრიფინგზე. 

მსგავსი სიახლეები