მელიას სკანდალური განცხადებები - ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში ახლმა დაპირისპირებამ იფეთქა

18.01.23 11:15
მელიას სკანდალური განცხადებები - ენმ-ს აჭარის ორგანიზაციაში ახლმა დაპირისპირებამ იფეთქა

ნიკა მელიას განცხადებებმა "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის ორგანიზაციაში ახალი დაპირისპირება გამოიწვია.

დილიდან ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის წინააღმდეგ კამპანია დაიწყო. ლევან ხებეიშვილის მხარდამჭერები ერთ-ერთ კანდიდატს "ქართული ოცნების" ინტერესების გატარბაში ადანაშაულებენ. 

ენმ-ს მოქმედი თავმჯდომარის გუნდის წევრები "ტვ პირველთან" ამბობენ, რომ 12 დღეში ძალიან ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი: 

იმის შესახებ რაზეც გუშინ ნიკა მელიამ ისაუბრა ძირითადი ნაწილი ვიცოდით, ალბათ ამანაც იქონია გავლენა იმაზე , რომ ჩვენ  ღიად ვთქით, რომ მხარს ვუჭერდით ნიკა მელიას. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია დაახლოებით 12 დღეში, ძალიან ბევრ  კითხვას გაეცემა პასუხი, ნაციონალურ მოძრაობაში"- ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი კირთაძე. 

ნიკა მელიას საარცევნო შტაბის ხელმძღვანელი. მირდათ ქამადაძე აღნიშნავს, რომ პარტიის თავმჯდომარის მიერ "რეაქციის" ეთერში გაკეთებული განცხადებები მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა და არაფორმალურ მმართველობაზე პარტიაში ხშირად საუბრობდნენ: 

გუშინ მელიამ დეტალურად ისაუბრა იმ მთავარ და რეალურ პრობლემებზე, რაზეც ბოლო პერიოდში ხშირად საუბრობს ჩვენი პარტია და მათ შორის მეც, არაფორმალურ მმართვეობაზე. აკრძალული, მიუღებელი და ამორალური მეთდებით პოლიტიკის კეთებაზე, რომელსაც სამწუხაროდ ჩადის ერთ-ერთი კანდიდატის უკან, კულისებში მდგომი პოლიტიკოსი და პოლიტიკოსთა ჯგუფი. სწორედ ეს უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს. პირველ რიგში, ამ პარტიაში და შემდგომ მთლიანად ქვეყანაში. თუ პარტიაში ამას ვერ ამარცხებ, პრეტენზია იმაზე, რომ ხელისუფლებაში მოხვალ და იქნები დემოკრატი და წარმატებული, ბუნებრივია, ზედმეტია"- აღნიშნა მან. 

რაც შეეხება ლევან ხებეიშვილის მხარდამჭერებს, ისინი ამბობენ, რომ ნიკა მელიას არ აქვს უფლება მათ არჩევანი შეუზღუდოს. 

ბონდო თედორაძე აღნიშნავს, რომ ვანო მერაბიშვილსა და ლევან ხაბეიშვილს მხარი ყველამ უნდა დაუჭიროს. მეტიც, მისი თქმით, ვანო მერაბიშვილის მიმართ ადგილი აქვს ორკესტრირებულ შეტევას. 

ვანო მერაბიშვილზე ორკესტრირებულ შეტევას აქვს ადგლი და ეს დღეს არ დაწყებულა, არც გუშინ , მას შემდეგ რაც ნაციონალურ მოძრაობაში შიდა არჩევნები დაანონსდა. და ვიღაცებმა მიიჩნიეს. რომ ვანო მერაბიშვილს უნდა აეკრძალოს პოზიციის გამოხატვა. თუმცა ჩვენ ასე არ ვფიქრობთ. მე უბრალოდ შედარება მინდა გავაკეთო, ზუსტად ამიტომ და აქედან გამომდინარე "ქართული ოცნება" არ სცემს პატივს ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველს, ასევეა "ნაციონალურ მოძრაობაში" შიგნითაც. მინდა ვთქვა, რომ მხარდამჭრების დიდი ნაწილი ვფიქრობთ, რომ ნაციონალური მოძრაობის დამფუძნებლებთან ერთად გვინდა ბრძოლა , ამგრამ გარკვეული ჯგუფი არ სცემს  ამ გადაწყვეტილებას პატივს  და აირჩიეს სტრატეგია, რომ უნდა გაშავდენენ ადამიანები. რა უფლებით მიკრძალავენ, მე, მაგალითად თუ მინდა ვანო მერაბიშვილი ვიხილო ამ ბრძოლაში. ვანო მერაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის მტერია?- აცხადებს თედორაძე. 

ენმ-ს წევრი არ აკონკრეტებს ვის რომელ კანდიდატს გულისხმობს "ქართული ოცნების" ინტერესების გამტარად, თუმცა ამბობს, რომ ამის დროც დადგება. 

4 კანდიდატია და მოდი ამ შემთხვევაში როცა საჭიროდ ჩავთვლით ჩვენ ვისაუბრებთ მაშინ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მუშაობენ მაგრამ ჯერ სახელსა და გვარზე არ ვსაუბრობ"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები