ევროკომისიის 12 პუნქტიდან 6 ჯერ ისევ შეუსრულებელია - "GRASS"-ის სპეციალური ანგარიში

18.01.23 11:49
ევროკომისიის 12 პუნქტიდან 6 ჯერ ისევ შეუსრულებელია -  "GRASS"-ის სპეციალური ანგარიში

რა გაკეთდა ევროკომისიის 12 პუნქტის შესასრულებლად - საქართველოს რეფორმების ასოციაცია ამ წუთებში სპეციალურ ანგარიშს წარადგენს. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ რეკომენდაციების გაცემიდან 6 თვის თავზე 12 პუნქტიდან 6 ჯერ კიდევ შეუსრულებელია. საუბარია ისეთ პუნქტებზე, როგორიცაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიის თავისუფლება და ა.შ.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ საქართელოს დასაკარგი დრო აღარ აქვს და ქვეყანამ ევროინტეგრაციის  ისტორიული შანსი ხელიდან არ უნდა გაუშვას.

ყველას შეუძლია, ზოგს მეტად, ზოგს ნაკლებად, წვლილი შეიტანოს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციისა და 12 პრიორიტეტის შესრულების გზაზე. ბუნებრივია, ამ წვლილის შეტანა შეუძლია პრეზიდენტსაც და მოდით, კითხვა დავსვათ რიტორიკული, დღეს რომ არ იყოს სააკაშვილის ირგვლივ ატეხილი ამბები, დღეს, რომ მაგალითად, ერთ-ერთი კრიტიკული მედიის მფლობელი არ იყოს დაკავებული და არ იჯდეს ციხეში და ა.შ., რა თქმა უნდა, ყველას აქვს თავისი როლი და მათ შორის, საქართელოს პრეზიდენტსაც. რაც მალე შეასრულებს ყველა თავის როლს და გამოამჟღავნებს პოლიტიკურ ნებას და სიმამაცეს, ბუნებრივია, ეს წაადგება ქვეყანას, - ამბობს საქართველოს რეფორმების ასოციაციის დირექტორი პაატა გაფრინდაშვილი. 

გაუარესებულ მედიაგარემოზე ამახვილებს ყურადღებას TI-ის პროგრამის მენეჯერი მამუკა ანდღულაძე. 

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, გამოწვევა, ასევე, რჩება მედიაგარემო, სამწუხაროდ, ჟურნალისტების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული, განსაკუთრებით კრიტიკული მედიის წარმომადგენლების. გვაქვს არაერთი შემთხვევა თავდასხმის, პოლიტიკარდ მოტივირებული საქმეები  და ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, პროგრესული ნაბიჯი არ იდგმებას, პირიქით, რამდენიმე დღის წინ სააპელაციო სასამართლოს განაჩენი კიდევ საგანგაშო იყო. ამიტომ, ხელისუფლებამ რაზეც აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, საქმით და ფაქტობრივად უნდა განახორციელოს, რომ ეს ისტორიული შანსი ხელიდან არ გავუშვათ, - ამბობს ანდღულაძე. 

ანგარიშის შემდეგ პანელური დისკუსიაც გაიმართება, რომელშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან ჩართული. 

 

მსგავსი სიახლეები